LIVE

IBM 3900 თანამშრომელს ათავისუფლებს

26 იან 202313:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 279
IBM 3900 თანამშრომელს ათავისუფლებს

კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია IBM 3 900 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც მისი დაქირავებულების დაახლოებით 1.5%-ს შეადგენს. 

შემცირება ძირითადად შეეხება Kyndryl-ისა და Watson Health-ის დანაყოფების დაშლის შემდეგ დარჩენილ თანამშრომლებს. ეს პროცესი კომპანიას დაახლოებით $300 მილიონი დაუჯდება.

ამასთან, IBM კვლავ გეგმავს თანამშრომლების აყვანას უფრო სწრაფად განვითარებად სფეროებში.

IBM-ს ამჟამად 260 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ეს დაახლოებით 22 000-ით ნაკლებია 2021 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული მაჩვენებელთან შედარებით.

კომპანიის აქციები დღეს ნიუ-იორკში გაფართოებულ ვაჭრობაში დაახლოებით 2%-ით შემცირდა და $140.76-ით დაიხურა, თუმცა  გასულ წელს IBM იმ მცირერიცხოვან მსხვილ კომპანიებს შორის აღმოჩნდა, რომლის აქციების ფასი გაიზარდა. კომპანიის აქციების ფასმა 2022 წელს 5.4%-იანი ზრდა აჩვენა. 

ამ გადაწყვეტილებით IBM უერთდება ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა SpotifyAmazon.com, Meta Platforms, AlphabetMicrosoft და სხვა, რომლებიც შემცირებული სარეკლამო შემოსავლების და მოსალოდნელი ეკონომიკური დაღმასვლის ფონზე, ხარჯების დაზოგვის მიზნით, დასაქმებულების ნაწილს ეთხოვებიან.