LIVE

Meta დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას აძლევს

26 იან 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
Meta დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას აძლევს

Meta აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს საკუთარ სოციალურ ქსელებში Facebook-სა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას უახლოეს კვირებში მისცემს. 

"საზოგადოებას უნდა შეეძლოს მოისმინოს რას ამბობენ მათი პოლიტიკოსები", - ამბობს ტექნოგიგანტის გლობალურ საქმეთა პრეზიდენტი ნიკ კლეგი. 

ტრამპს სოციალურ ქსელებში ანგარიშები 2021 წლის 6 იანვარში აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დაუბლოკეს.

"მაშინ შეჩერება იყო საგანგებო გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიამ საგანგებო ვითარებაში მიიღო", - ამბობს კლეგი. 

მისივე თქმით, კომპანიამ შეისწავლა და დაადგინა, რომ ტრამპის ანგარიშები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკს აღარ წარმოადგენს.

კლეგი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ტრამპი პლატფორმის წესებს ისევ დაარღვევს, განმეორებითი დანაშაულისთვის, მისი სასჯელი უფრო მკაცრი იქნება.

ტრამპმა ამ გადაწყვეტილებას საკუთარი სოციალური ქსელიდან, Truth Social-დან უპასუხა და თქვა, რომ Facebook-მა მისი დაბლოკვით მილიარდები დაკარგა.

ჯერჯერობით უცნობია დაბრუნდება თუ არა ის პოპულარულ სოციალურ ქსელებში. გასული წლის ნოემბერში Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა მისიTwitter-ის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ტრამპი Twitter-ზე ჯერჯერობით არ დაბრუნებულა.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.