LIVE

დონალდ ტრამპი Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს სასამართლოში უჩივის

08 ივლ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024
დონალდ ტრამპი Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს სასამართლოში უჩივის
Chris Kleponis/Bloomberg

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედია გიგანტების, Facebook-ის, Twitter-ისა და Google-ის აღმასრულებლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი მისი ანგარიშების გაუქმებაა.

კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე აპელირებით, ტრამპმა ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში სამი კოლექტიური სარჩელი შეიტანა. შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოსგან სოციალური ქსელის ანგარიშების აღდგენასა და სოციალური მედია კომპანიებისგან სადამსჯელო ზომების ანაზღაურებას ითხოვს.

კომუნიკაციების ინდუსტრიის ასოციაციამ, რომლის წევრები არიან Facebook-ი, Twitter-ი და Google-ი, განაცხადა, რომ ციფრული სერვისების კომპანიებს უფლება აქვთ, დააწესონ მომსახურების პირობები და “საქმის განხილვა არ შეცვლის იმ ფაქტს, რომ მომხმარებლებმა - აშშ-ის პრეზიდენტებმაც კი - უნდა დაიცვან წესები, რომლებზეც შეთანხმდნენ”.

სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი ჯოშუა დევისიც მიიჩნევს, რომ ტრამპის სამართლებრივი არგუმენტაცია “სუსტია”, მაგრამ ფიქრობს, რომ პოლიტიკამ ზოგიერთ მოსამართლეს შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება შთააგონოს: “არსებობს პოლიტიკური მოძრაობები, რომლებიც მას მიმზიდველს ხდის კონსერვატიული მოსამართლეებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან სოციალური მედიის გავლენაზე კონსერვატიულ მიზნებზე, ასევე უფრო ლიბერალური მოსამართლეები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან სოციალური მედიის ძალაუფლებით”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ნიკეტი და ნაომი ნიქსი