LIVE

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3%-მდე შენელდა

17 იან 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 408
ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3%-მდე შენელდა

ჩინეთის ეკონომიკა 2022 წელს მხოლოდ 3%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 1970-იანი წლების შემდეგ, ეს მე-2 ყველაზე დაბალი ზრდის მაჩვენებელია, მეოთხე კვარტლისა და დეკემბრის მონაცემები იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. 

Bloomberg-ის ეკონომისტების გამოკითხვის საშუალო შეფასება 2.7% იყო, რადგან მეოთხე კვარტალში 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

უფრო ოპტიმისტური იყო ჩინეთის მთავრობის მოლოდინი. 2022 წლის ზრდის თავდაპირველი სამიზნე მაჩვენებელი დაახლოებით 5.5%-ს შეადგენდა. 

Bloomberg წერს, რომ მიმდინარე ტალღის გავლის შემდეგ, ეკონომისტები ჩინეთში, უახლოეს თვეებში, მდგომარეობის გაუმჯობესებას და 2023 წელს 5%-მდე ზრდას ელიან.

ჩინეთისთვის 2022 წლის მონაცემები გაცილებით მძიმე აღმოჩნდა 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 8.4%-ით გაიზარდა. 

დღესვე ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ (NBS) 2022 წლის დემოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ჩინეთის მოსახლეობა, 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2022 წელს პირველად შემცირდა და 1.4 მილიარდი შეადგინა. მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის შემცირება გავლენას იქონიებს ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივაზე.