LIVE

„სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება

16 იან 202314:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 1084
„სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 20,7 მგვტ-ს შეადგენს.

ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ 12 თვის განმავლობაში, საკუთარი სახსრებით, ჩაატარებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ კვტ.სთ, სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.

განკარგულების პროექტზე „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.