LIVE

ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

11 იან 202310:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 11794
ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა და 52-ე ადგილიდან 50-ე ადგილზე გადავიდა

გლობალური მოქალაქეობისა და ბინადრობის საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners მსოფლიოში ყველაზე სასურველი პასპორტების შესახებ კვარტალურ ანგარიშს აქვეყნებს. 

ანგარიშის თანახმად, საქართველოს პასპორტით, ვიზის გარეშე მოგზაურობა 116 მიმართულებითაა შესაძლებელი.

რეიტინგის სათავეში მყოფი იაპონური პასპორტით უვიზოდ 193 ქვეყანაშია შესვლა შესაძლებელი. მას 192 ქვეყნით სინგაპური და სამხრეთ კორეა მოსდევს. მესამე ადგილს გერმანია და ესპანეთი იყოფენ. მათი პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობა 190 ქვეყანაშია შესაძლებელი.   

ყველაზე ძლიერი პასპორტების მქონე ქვეყნების ათეული ასეთია: 

1. იაპონია (193 მიმართულება);

2. სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება);

3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება);

4. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება);

5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება);

6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, გაერთიანებული სამეფო (187 მიმართულება);

7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, ჩეხეთი (186 მიმართულება)

8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება)

9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება)

10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება)

რაც შეეხება ყველაზე სუსტ პასპორტებს, ბოლო ადგილზეა ავღანეთი, რომლის პასპორტით უვიზოდ გადაადგილება 27 ქვეყანაშია შესაძლებელი. მას 29 მიმართულებით ერაყი უსწრებს. 

ყველაზე სუსტი პასპორტების მქონე ქვეყნების სია ასეთია: 

102. ჩრდილოეთ კორეა (40 მიმართულება); 

103. ნეპალი, პალესტინის ტერიტორია (38 მიმართულება); 

104. სომალი (35 მიმართულება); 

105. იემენი (34 მიმართულება); 

106. პაკისტანი (32 მიმართულება); 

107. სირია (30 მიმართულება); 

108. ერაყი (29 მიმართულება); 

109. ავღანეთი (27 მიმართულება).