
ჩინეთში ყოველდღიურად, სავარაუდოდ, Covid-19-ით 1 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, 5000 კი კვდება.
1.4-მილიარდიან ქვეყანაში ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ლონდონში მდებარე კვლევითი კომპანია Airfinity, რომელიც პანდემიის სტატისტიკას შეისწავლის, ვარაუდობს, რომ შესაძლოა, იანვარში ჩინეთში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 3,7 მილიონამდე გაიზარდოს.
კვლევითი ჯგუფის თანახმად, ეს მაჩვენებელი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს გაზაფხულზე და ინფიცირების შემთხვევების დღიურმა რიცხვმა მარტში 4.2 მილიონს მიაღწიოს.
ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში გუშინ 2,966 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დეკემბრის განმავლობაში, Covid-ით გარდაცვლილია 10-ზე ნაკლები ადამიანი. ეს სტატისტიკა ეწინააღმდეგება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები პაციენტებით გადატვირთულია, ასევე, კრემატორიუმების დატვირთვა მათ შესაძლებლობებს აღემატება.