LIVE

ევროკავშირი ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადზე შეთანხმდა

18 დეკ 202218:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 391
ევროკავშირი ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მსოფლიოში ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადზე პირველ ძირითად შეთანხმებას მიაღწიეს.

ბლოკში შემავალი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებმა და მარეგულირებლებმა ხელი მოაწერეს ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის (CBAM) დანერგვას. ეს ინსტრუმენტი უცხოელ იმპორტიორებს ავალდებულებს, რომ ნახშირბადის გამონაბოლქვის ღირებულება დაფარონ.

ლიდერების მიერ საკითხზე შეთანხმება ოფიციალურად, სავარაუდოდ, სამშაბათს შედგება. ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემდეგ, ის ძალაში 2026 წელს შევა. შეთანხმება ცენტრალური ნაწილია  ევროკავშირის სტრატეგიისა, რომელიც 2050 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას გულისხმობს.