LIVE

რუსეთში ქართული ენის შესწავლაზე მოთხოვნა 198%-ით გაიზარდა - RBC

02 დეკ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 948
რუსეთში ქართული ენის შესწავლაზე მოთხოვნა 198%-ით გაიზარდა - RBC

რუსეთის მაცხოვრებლებში ქართული ენის სწავლებისადმი ინტერესი გაიზარდა. 

რუსული საინფორმაციო სააგენტო RBC წერს, რომ ყველაზე დიდ ინტერესი ებრაული, ქართული, სერბული, ჩინური, თურქული და სომხური ენების შესწავლასთან დაკავშირებით გამოიჩინეს. ენის შემსწავლელ სკოლებში პიკი ორ მომენტში: უკრაინაში ომის დაწყებისა და  ნაწილობრივი მობილიზაციის დროს დაფიქსირდა.

ონლაინ სერვის Profi-ის კვლევის თანახმად, ქართული ენის შესწავლაზე მოთხოვნა 198%-ით გაიზარდა. 

მედიის მიხედვით, რუსების ინტერესი უცხო ენების სწავლისადმი 2022 წელს გაიზარდა და პიკს მარტსა და ოქტომბერში მიაღწია. 

„ჩვენმა ანალიტიკოსებმა 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდები შეადარეს ზამთრის ორ თვეს - იანვარსა და თებერვალს. გაზაფხულზე საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ებრაულ (+206%), ქართულ (+198%), სერბულ (+184%), ჩინურ (+109%), ბულგარულ (+70%), თურქულ (+55%) და სომხური (+29%) ენები“, - იტყობინება Profi-ის პრესსამსახური.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი ასიათასობით ადამიანმა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 018 912-მა რუსმა გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მონაცემები 431%-ითაა გაზრდილი.