LIVE

დეკემბრის დასაწყისში საწვავი კიდევ გაიაფდება - "ვისოლის" დირექტორი

25 ნოე 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
დეკემბრის დასაწყისში საწვავი კიდევ გაიაფდება - "ვისოლის" დირექტორი

"ვისოლის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, დეკემბრის დასაწყისში საწვავი კიდევ გაიაფდება.

ვასილ ხორავა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს შემოტანილი საწვავის მარაგსა და თვითღირებულებაზეა დამოკიდებული, რამდენი თეთრით გაიაფდება საწვავი.

"ნოემბერი როგორც გაცვლითი კურსის, ისე ნავთობის ფასის სტაბილურობით გამოირჩევა, რაც ადგილობრივ ფასებზე უკვე აისახა. ბოლო ორ კვირაში საწვავი 10 თეთრით გავაიაფეთ და იმედს ვიტოვებთ, ფასებს უახლოეს მომავალშიც დავაკორექტირებთ. საწვავის მორიგი გაიაფება დეკემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი, თუმცა ფასი დამოკიდებულია ნოემბრის ბოლოს შემოტანილი საწვავის მარაგებსა და თვითღირებულებაზე",- აცხადებს ვასილ ხორავა.

"ვისოლის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ აგვისტოდან დღემდე კომპანიამ ფასები 90 თეთრიდან 1 ლარამდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში საწვავის გაიაფება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნავთობიმპორტიორებმა ქვეყანაში იაფი რუსული საწვავის შემოტანა დაიწყეს. 

ფინანსთა მინისტრის თქმითრუსეთიდან საწვავის მაღალი იმპორტი საფრთხის შემცველი არ არის.