LIVE

შესაძლოა, სადაზღვევო და საბანკო სექტორებს შორის კონკურენტუნარიანობის მონიტორინგი დაიწყოს

16 ნოე 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
შესაძლოა, სადაზღვევო და საბანკო სექტორებს შორის კონკურენტუნარიანობის მონიტორინგი დაიწყოს

კონკურენციის სააგენტომ მომავალი წლიდან შესაძლოა, სადაზღვევო და საბანკო სექტორებს შორისო გარკვეულ სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით, კონკურენტუნარიანობის მონიტორინგი დაიწყოს.   

სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ზოგ საკითხთან დაკავშირებით, სადაზღვევო მონიტორინგის დაწყებაზე სააგენტომ მიმართვები მიიღო.

„დაზღვევის სექტორში კონკურენციის საკითხების რეგულირება, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაა და აღნიშნულ ქეისებს განვიხილავთ. ზოგადად, სადაზღვევო სექტორი ჩვენთან მიმართებაში ძალიან აქტიურია. ამ სექტორთან დაკავშირებით არაერთი ქეისი და გადაწყვეტილება გვქონდა. კერძოდ, ეხებოდა სადაზღვევო კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, ჰოსპიტალურ და სადაზღვევო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლო შემთხვევებს, ასევე გვქონდა მონიტორინგი ავტოდაზღვევის სექტორის შეფასებასთან დაკავშირებით.

ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ სადაზღვევო ინდუსტრიასთან, რადგანაც არის მომართვა რიგ საკითხებთან მიმართებაში სადაზღვევო მონიტორინგის დაწყების. ახლა გავდივართ ამ აქტუალურ საკითხებს და შესაძლოა, მომავალი წლის დასაწყისში ახალი მონიტორინგის დაწყების შესახებ გამოვაცხადოთ. ეს ეხება სადაზღვევო სექტორსა და საბანკო სექტორს შორისო გარკვეულ სადაზღვევო პროდუქტებთან დაკავშირებით, უფრო მეტი გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მიზნით შეფასებას იმ სიტუაციის, რაც ამ ბაზარზე არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.