LIVE

გიორგი კოდუა: რუსულ ტურისტულ კომპანიებში ელიან, რომ საქართველოსთან ფრენები თებერვალში აღდგება

16 ნოე 202212:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 490
გიორგი კოდუა: რუსულ ტურისტულ კომპანიებში ელიან, რომ საქართველოსთან ფრენები თებერვალში აღდგება

AIR Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა ამბობს, რომ თებერვლიდან, შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს.

როგორც გიორგი კოდუამ "ბიზნეს ფორმულას" ეთერში განაცხადა, რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა ქართველ ბიზნესმენებს უთხრეს, რომ ფრენების აღდგენისთვის მოემზადონ.

"კერძო სექტორში აღნიშნულ საკითხზე განხილვები მიმდინარეობს. ოფიციალური განცხადებები არ მოგვისმენია, თუმცა რუსულ ტურისტულ კომპანიებში გვითხრეს, რომ მოვემზადოთ. მათი ინფორმაციით, არის მოლოდინი, ფრენები თებერვალში აღდგეს. აღადგენს თუ არა რუსეთი საქართველოსთან ფრენებს, ჩემი კომპანიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ რამდენჯერმე ვიწვნიეთ დიდი დარტყმა ამ ქვეყნიდან. პოლიტიზებულ ბაზარზე შესვლას მორიგჯერ აღარ ვაპირებთ",- განაცხადა გიორგი კოდუამ.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში პუტინმა რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ წინადადებების შემუშავება და ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება მოითხოვადოკუმენტის მიხედვით, პუტინმა ასევე ბრძანა, რომ საჰაერო მგზავრობის მოცულობის გაზრდის შესახებ რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების სიაში არ არიან, საკანონმდებლო წინადადებები მომზადდეს. საქართველო ე.წ. არამეგობრული ქვეყნების სიაში არ არის.

2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგად, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა.