
ელონ მასკის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის, სტატუსი ხანმოკლე აღმოჩნდა.
Tesla-ს აქციები სამშაბათს 2.4%-ით დაეცა. შედეგად მასკი Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგის პირველ ადგილს აღარ იკავებს. Bloomberg-ის ინდექსით ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდება ჯეფ ბეზოსმა დაიბრუნა.
ბეზოსის ქონება 191,2 მილიარდი დოლარია, რაც მასკის ქონებას 955 მილიონი დოლარით აღემატება. თუმცა, რთული სათქმელია, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ბეზოსი ამ პოზიციას და მასკს შესაძლოა დიდი ხანი არ დასჭირდეს ბეზოსის ისევ უკან ჩამოსატოვებლად.
Amazon.com–მა ამ თვეში გამოაცხადა, რომ ბეზოსი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მესამე კვარტალში დატოვებს და დროს სხვა პროექტებს დაუთმობს, მათ შორის ქველმოქმედებას. ბეზოსი ასევე ფლობს კოსმოსური კომპანია Blue Origin-ს და Washington Post-ს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევონ პედლტონი და სიმონ ჰანტი