
Balenciaga-ს მშობელმა კომპანიამ Kering-მა განაცხადა, რომ ცნობილ ამერიკელ რეპერთან და დიზაინერთან, კანიე უესტთან მუშაობა გაწყვიტა.
Kering-ის სპიკერმა Women's Wear Daily-ს განუცხადა, რომ Balenciaga-ს არტისტთან რაიმე სახის ურთიერთობა ან სამომავლო პარტნიორობის შესახებ გეგმები არ აქვს.
"ღმერთი მართავს სამყაროს. მხოლოდ ღვთისთვის ვმოქმედებთ. მხოლოდ ღმერთს ვემსახურებით. ღმერთმა დაგვლოცოს", - ამბობს კანიე უესტი, რომელიც ახლა "იე"-ს სახელით მუშაობს.
ბოლო კვირების განმავლობაში რეპერმა გააკეთა საკამათო განცხადებები, მათ შორის, გამოაქვეყნა ანტისემიტური პოსტები სოციალურ მედიაში და გაწყვიტა კავშირები თავის კორპორაციულ პარტნიორებთან.
ანტისემიტური განცხადებების გამო, რეპერი Twitter-სა და Instagram-ზე დაბლოკილია.