LIVE

ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი იქნება

24 ოქტ 202217:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი იქნება

კონსერვატიული პარტიის და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი რიში სუნაკი გახდება. BBC-ის ინფორმაციით, ის პოსტს ოფიციალურად ხვალ დაიკავებს. 

პრემიერმინისტრობისთვის ასევე იბრძოდა პენი მორდონტიც, რომელმაც კანდიდატურა ცოტა ხნის წინ მოხსნა და მხარდაჭერა სუნაკს გამოუცხადა. 

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გუშინ განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა გასულ კვირას, 44-დღიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მისი პრემიერმინისტრობა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა.

სიახლის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი, დოლართან მიმართებით, 0.15%-ით გამყარდა.