LIVE

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

20 ოქტ 202216:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მან განცხადება დაუნინგ სთრითზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

ტრასმა გადადგომის მიზეზად საკუთარი მანდატის შეუსრულებლობა დაასახელა.

"ვაღიარებ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია", - განაცხადა ტრასმა.

მისივე თქმით, კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნები მომავალ კვირაში გაიმართება. ტრასი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მანამდე დარჩება, ვიდრე მის შემცვლელს აირჩევენ. 

ბრიტანეთის ახლა კანცლერმა, ჯერემი ჰანტმა დაადასტურა, რომ ის კონსერვატიული პარტიის შემდეგი ლიდერი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არ იქნება. 

ლიზ ტრასმა თანამდებობაზე ბორის ჯონსონი 45 დღის წინ შეცვალა. მისი პრემიერმინისტრობა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა.

განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა მისმა გადასახადების შემცირების ინიციატივამ, რაც ინვესტორების ნდობის შერყევის მიზეზი გახდა. 

დიდი ბრიტანეთის საფონდო და ობლიგაციების ბაზრებმა ჯამში მინიმუმ 500 მილიარდი დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.