LIVE

“საქპატენტის” თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

20 ოქტ 202211:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
“საქპატენტის” თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “საქპატენტის” ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა.

“საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ის 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე, მინდია დავითაძე აცხადებდა, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. კერძოდ, იმის გამო, რომ თანამდებობაზე წინა პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული. დავითიძე საქპატენტის თავმჯდომარედ 2020 წლის თებერვალში გახარიამ 4 წლის ვადით დანიშნა, თუმცა ის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 9 ივნისს გაათავისუფლეს.