LIVE

9 თვეში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში $563 მილიონზე მეტი დახარჯეს - სებ

17 ოქტ 202215:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1433
9 თვეში რუსმა მოგზაურებმა საქართველოში $563 მილიონზე მეტი დახარჯეს - სებ

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან 375 მლნ 600 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. იანვარ-სექტემბრის ჯამურმა მაჩვენებელმა კი 2 მლრდ 517 მლნ დოლარი შეადგინა.

მხოლოდ სექტემბერში რუსმა საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოსი 95 მლნ 500 ათასი დოლარი დახარჯეს. 9 თვის მონაცემებით, მათი ჯამური დანახარჯი 563 მლნ 400 ათასი დოლარი იყო.

სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი - $95.5 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი - $44.7 მლნ;
  • თურქეთი - $35.8 მლნ;
  • ისრაელი - $31.5 მლნ;
  • უკრაინა - $31.5 მლნ;
  • ბელარუსი - $21.7 მლნ;
  • სომხეთი - $15.9 მლნ;
  • ირანი - $15.2 მლნ;
  • საუდის არაბეთი -$11.7 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $10.3 მლნ.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. გასულ თვეში ყველაზე მეტი, 163 192 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 392% იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში ტურისტებისა და მიგრანტების გამიჯვნას არ აპირებს, თუმცა ირწმუნება, რომ სტატისტიკაში მიგრანტების ეფექტი უკვე ასახულია. 

„თიბისი კაპიტალში“ აცხადებენ, რომ ტურიზმის სრული აღდგენა მიგრაციის გარეშე 2023 წელსაა მოსალოდნელი, მიგრაციის პიკი კი სავარაუდოდ, წელს იქნება. „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, მომავალ წელს მიგრაციის ეფექტის გამოკლებით, ტურიზმიდან შემოსავლები $3.4 მილიარდს გადააჭარბებს.