LIVE

2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლები $3.4 მილიარდს გადააჭარბებს - TBC Capital

07 ოქტ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 773
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავლები $3.4 მილიარდს გადააჭარბებს - TBC Capital

"თიბისი კაპიტალი" ელის, რომ მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გასულ წელთან შედარებით გაორმაგდება და $2.5 მილიარდს მიაღწევს. 2023 წლის პროგნოზით კი, მიგრაციის ეფექტის გამოკლებით, შემოსავლები $3.4 მილიარდს გადააჭარბებს.

მიმოხილვის თანახმად, ტურიზმის სრული აღდგენა მიგრაციის გარეშე 2023 წელსაა მოსალოდნელი, მიგრაციის პიკი კი სავარაუდოდ წელს იქნება.

ამასთან, არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს საქართველოში მოგზაურების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 85%-ით აღდგება.

"2019 წელი შემოსავლების კუთხით შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღდგენილია, დატვირთულობის კუთხით პანდემიამდელი ნიშნულიც თითქმის მიღწეულია. მომავალი წელს კი უკვე ზრდაზე ვიგეგმებით," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ნონა ონიანი, Silk Road Group-ის ფინანსური დირექტორი.

"თიბისი კაპიტალის" მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში აღნიშნულია ისიც, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკის შენელება საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია, თუმცა მალევე ეს სურათი მიგრანტების ეფექტმა ზრდის მიმართულებით შეცვალა.