LIVE

სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - ზრდა 392%-ია

06 ოქტ 202212:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - ზრდა 392%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი, 163 192 საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა, წლიური ზრდა 392%-ია. 

სექტემბრის მონაცემებით, 10 ლიდერი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:

  • რუსეთი - 163 192 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 392.4%);
  • სომხეთი - 83 603 ვიზიტორი (ზრდა 360.4%);
  • თურქეთი - 81 790 ვიზიტორი (ზრდა 153.4%);
  • საქართველო (არარეზიდენტი) - 34 895 ვიზიტორი (ზრდა 63.7%);
  • ისრაელი - 24 050 ვიზიტორი (ზრდა 204.6%);
  • ბელარუსი - 19 644 ვიზიტორი (ზრდა 65.7%);
  • უკრაინა - 18 269 ვიზიტორი (კლება წინა წელთან 20.5%);
  • ირანი - 17 277 ვიზიტორი (ზრდა 908%);
  • ყაზახეთი - 14 870 ვიზიტორი (ზრდა 36%);
  • აზერბაიჯანი - 14 812 ვიზიტორი (ზრდა 69.7%).

შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბერში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 65.3% იყო, აღდგენილია საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 83.8%.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების ქცევა შეცვლილია - უფრო მეტი დროით რჩებიან და მეტს ხარჯავენ. ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ტურიზმის ინდუსტრია დივერსიფიცირებულია და რომელიმე ერთ ქვეყანაზე, მათ შორის რუსეთზე, დამოკიდებული არ არის. 

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსი საერთაშორისო მოგზაურები აგვისტოს სტატისტიკაშიც ლიდერობდნენ, როცა ქვეყანაში 213 261 რუსი ვიზიტორი შემოვიდა.