LIVE

ზურაბ ლალაზაშვილი: კერძო სექტორის ნაწილი სტარტაპ ფონდის შექმნისთვის მზად არის

14 ოქტ 202215:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
ზურაბ ლალაზაშვილი: კერძო სექტორის ნაწილი სტარტაპ ფონდის შექმნისთვის მზად არის

BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს, რომ კერძო სექტორი ნაწილი მზად არის ქვეყანაში სტარტაპ ფონდი შექმნას.

ლალაზაშვილის შეფასებით, ამ პროცესში კერძო სექტორთან ერთად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და მსხვილი ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის შესაბამისი სივრცის გამოყოფა და წარმატებული სტარტაპერების დამატებით დაფინანსება.

„ბიზნესი და სტარტაპერების ერთობლივი თანამშრომლობა შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი ხედავდეს ამ თანამშრომლობიდან სარგებელს. კერძო სექტორს აქვს მზაობა ისეთი დიდი სტარტაპ ფონდი შექმნას, რომელიც სტარტაპერებისთვის ჯანსაღ გარემოს შექმნის“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“  BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არსებობს შენიშვნები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმართ. კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა უნდა შეიცვალოს, სტარტაპების შერჩევის პროცესი კი მეტად გამჭვირვალე გახდეს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში 155 სტარტაპი დაფინანსდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 20 პროექტის დაფინანსება იგეგმება. სააგენტოს მხრიდან ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ჯამში 30 მილიონი ლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.