კრიპტოსამყაროს წელს არასახარბიელო წელი აქვს, მაგრამ ის მაინც იქცა ჰაკერებისთვის ციფრულ სალარო აპარატად.
ბლოკჩეინის ანალიზის მიმართულებით მომუშავე კომპანია Chainalysis-ის თანახმად, მხოლოდ მიმდინარე თვეში მინიმუმ $718 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ამ მონაცემის ჩათვლით, ერთი წლის განმავლობაში მოპარული თანხის ოდენობა $3 მილიარდს აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ ჰაკერების მიერ მოპარული თანხის მხრივ, 2022 წელი რეკორდული იქნება.
"2022 წელს ჰაკერული თავდასხმების მხრივ, ოქტომბერი ყველაზე აქტიური იყო", - წერს Chainalysis Twitter-ზე და დასძენს, რომ ყველაზე დაუცველ წერტილად ბლოკჩეინების დამაკავშირებელი არხები რჩება.
ბოლო დღეებში კრიპტო სექტორი ორმა მთავარმა თავდასხმამ დააზარალა. აქედან ერთი იყო ძარცვა, რომლის დროსაც ჰაკერმა DeFi სერვისიდან - Mango დაახლოებით $100 მილიონი გაიტანა.
გასულ კვირას Binance-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმის შედეგად 2 მილიონი Binance Coins-ის ($570 მილიონი) მოპარვა სცადეს, საიდანაც $100 მილიონის აღდგენა ვერ მოხერხდა.
სამიზნეების უმეტესობა არის ე.წ. დეცენტრალიზებული ფინანსები იგივე DeFi - პროტოკოლები, რომლებიც ამუშავებენ პროგრამულ ალგორითმებს, რაც კრიპტო ინვესტორებს ვაჭრობის, სესხებისა და გასესხების საშუალებას ცენტრალური შუამავლის გამოყენების გარეშე აძლევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუნილ ჯაგთიანი