LIVE

საქართველოში 2019-თან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების 54% აღდგა

05 ოქტ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
საქართველოში 2019-თან შედარებით საერთაშორისო ვიზიტების 54% აღდგა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 53.8% აღდგა. 9 თვეში სულ 3 892 605 ვიზიტი განხორციელდა.

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენამ კი 67.8% (2 704 133 ვიზიტი) შეადგინა.

რაც შეეხება სექტემბრის მონაცემებს, გასულ თვეში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 83.8% იყო, აღდგენილია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 65.3%.  

ტურიზმის 2025 წლის სტრატეგიის მიხედვით, მთავრობა 2025 წლისთვის, საქართველოში, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების 10 მილიონამდე, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.  

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოსული ტურისტების ქცევა შეცვლილია და მეტს ხარჯავენ.