ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი, 213 261, საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. წლიური ზრდა 434%-ია. 1060%-იანი ზრდა დაფიქსირდა ისრაელის შემთხვევაში, ვიზიტორების ჯამურმა რაოდენობამ კი 24 125 შეადგინა.
აგვისტოს მონაცემებით, 10 ლიდერი ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით შემდეგია:
- რუსეთი - 213 261 ვიზიტორი (ზრდა წინა წელთან 434.4%);
- სომხეთი - 138 471 ვიზიტორი (ზრდა 509.1%);
- თურქეთი - 103 548 ვიზიტორი (ზრდა 197.2%);
- საუდის არაბეთი - 41 913 ვიზიტორი (ზრდა 155%);
- საქართველო (არარეზიდენტი) - 34 870 ვიზიტორი (ზრდა 50.8%);
- ბელარუსი - 26 486 ვიზიტორი (ზრდა 96.3%);
- ისრაელი - 24 125 ვიზიტორი (ზრდა 1060.4%);
- უკრაინა - 19 838 ვიზიტორი (კლება წინა წელთან -32.5%);
- ყაზახეთი - 19 509 ვიზიტორი (ზრდა 59.6%);
- აზერბაიჯანი - 16 623 ვიზიტორი (ზრდა 48.7%).
შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში 912,041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 195.5%-ია. აღდგენილია 2019 წლის აგვისტოს მონაცემების 67.1%.
აგვისტოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 582,995 შეადგინა. წლიური ზრდა 135.8%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 77.4 %-ს შეადგენს.