LIVE

Gazprom: ავსტრიის გავლით, იტალიაში რუსული გაზის მიწოდება განახლდა

05 ოქტ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 308
Gazprom: ავსტრიის გავლით, იტალიაში რუსული გაზის მიწოდება განახლდა

ავსტრიის გავლით, იტალიაში რუსული გაზის ნაკადების მიწოდება განახლდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო კომპანია Gazprom აცხადებს. 

Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული გაზის მწარმოებელმა "იტალიელ მყიდველებთან ერთად მოახერხა გამოსავლის პოვნა".

Gazprom-ის განცხადებით, 1 ოქტომბერს გაზის მიწოდება ავსტრიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ტრანსპორტირებაზე შექმნილი პრობლემების გამო შეწყდა. Gazprom-ის ცნობით, ავსტრიულმა ოპერატორმა განაცხადა, რომ მზადაა დაადასტუროს Gazprom Export-ის სატრანზიტო გადაზიდვები, რაც იტალიისთვის გაზის მიწოდების აღდგენის საშუალებას იძლევა.

იტალია რუსულ გაზს მხოლოდ ავსტრიის გავლით იღებს. 

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირი აქტიურად ცდილობს რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას. რუსეთის წილი იტალიის გაზის მთლიან იმპორტში 40% იყო, თუმცა ალტერნატივების მოძიების ხარჯზე, უკვე შემცირდა 10%-მდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია