LIVE

S&P 500 ინდექსი 2-წლიან მინიმუმზეა - საფონდო ბირჟაზე ვარდნა გრძელდება

01 ოქტ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
S&P 500 ინდექსი 2-წლიან მინიმუმზეა - საფონდო ბირჟაზე ვარდნა გრძელდება

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ვარდნის ტენდენცია გრძელდება. რიგმა აქციებმა ყველაზე ცუდი ყოველთვიური შედეგი აჩვენა, რომლის მსგავსიც 2020 წლის მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ეს უკავშირდება აშშ-ის ცენტრალური ბანკის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და მოლოდინს, რომ ინფლაციის მოთოკვამდე განაკვეთების ზრდა კვლავ გაგრძელდება.

S&P 500 ინდექსმა, რომელიც ამერიკის 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, არასტაბილური სესია დაბალ დონეზე დახურა. ინდექსმა 2009 წლის შემდეგ პირველად, ზედიზედ მესამე კვარტალი დაასრულა ვარდნით.

ბირჟებზე ზოგიერთი ძირითადი ცვლილება ასე გამოიყურება:

  • S&P 500 ინდექსი 1.5%-ით შემცირდა;
  • Nasdaq 100 1.7%-ით დაეცა;
  • Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო ინდექსის ვარდნა 1.7%-ია;
  • MSCI World index 1.4%-ით დაეცა.

სარისკო აქტივებზე ზეწოლას მაღალი ინფლაციის ფონზე გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებთან ერთად, გეოპოლიტიკური დაძაბულობაც ზრდის. ვლადიმერ პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს. ამასთან, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში Nord Stream გაზსადენის სისტემიდან მასიური გაჟონვა განზრახ ქმედებას უკავშირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია