LIVE

Amazon-ი აშშ-ში საათობრივ ანაზღაურებას $19-მდე ზრდის

29 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
Amazon-ი აშშ-ში საათობრივ ანაზღაურებას $19-მდე ზრდის

Amazon-მა შეერთებულ შტატებში თანამშრომლებისთვის საათობრივი ანაზღაურების ზრდა დააანონსა. კერძოდ, საწყობში და ტრანსპორტირებაზე დასაქმებულები საათში $19-ზე მეტს მიიღებს, აქამდე არსებული $18-ის ნაცვლად.

აღსანიშნავია, რომ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის კვლავ უცვლელი რჩება და $15-ით არის განსაზღვრული. ამასთან, $16-მდე გაიზრდება მომხმარებელთან ურთიერთობისა და ტრანსპორტირების ჯგუფში დასაქმებული პირების საწყისი ანაზღაურება.

Amazon-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიას მომდევნო წელს დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დახარჯვა მოუწევს.

Amazon-ი აშშ-ში მეორე უმსხვილესი კერძო დამსაქმებელია. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანია 1,1 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებდა. 30 ივნისის მდგომარეობით, Amazon-ში დასაქმებულების საერთო რაოდენობა 1.5 მილიონს აჭარბებდა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომპანია საშუალებას მისცემს თანამშრომლებს ხელფასი თვეში რამდენჯერმე მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ Amazon-ი აწყდება თანამშრომელთა წინააღმდეგობას ზოგიერთ ობიექტზე. 8 000-ზე მეტმა თანამშრომელმა მოიპოვა პროფკავშირის წარმომადგენლობის უფლება, რასაც კომპანია აპროტესტებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთიუ დეი