LIVE

ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-8 პაკეტს უწესებს

28 სექ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
ევროკავშირი რუსეთს სანქციების მე-8 პაკეტს უწესებს

ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსული პროდუქციის სია იზრდება. ევროკომისიის პრეზიდენტი ურუსლა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტის დაწესების წინადადებით გამოვიდა. 

ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გარდა, ზომები მოიცავს რუსული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას, რაც რუსეთს $7 მილიარდის ზარალს მიაყენებს. 

ევროკავშირი ასევე გააფართოებს იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომელთა ექსპორტი რუსეთში იკრძალება. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკას, იარაღს, თვითმფრინავებს და ქიმიურ ნივთიერებებს, რამაც შესაძლოა, რუს სამხედროებს სარგებელი მოუტანოს.  

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირს სურს, მოქალაქეებს რუსულ სახელმწიფო კომპანიებში მაღალანაზღაურებადი პოზიციებზე მუშაობა აეკრძალოთ. 

ბორელის თქმით, გაიზრდება სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რიცხვიც. მათ შორის, სავარაუდოდ, იქნებიან რუსეთის სამინისტროს მაღალჩინოსნები და რეფერენდუმების ორგანიზებაში ჩართული პირები. 

სანქციების დაწესებას ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ნატალია დროზდიაკი