
Mazda Motor რუსეთში მანქანების წარმოების სამუდამოდ შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
იაპონური ავტომწარმოებელი ვლადივოსტოკში მდებარე ქარხანას ადგილობრივ Sollers-სთან ერთად მართავს.
Mazda Motor-მა მარტში განაცხადა, რომ ქარხანაში ნაწილების ექსპორტს შეწყვეტდა და წარმოება მარაგების ამოწურვისთანავე შეჩერდებოდა.
ავტომწარმოებელმა შარშან რუსეთში 30 000 მანქანა გაყიდა.
Mazda-ს კონკურენტმა, Toyota Motor-მა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ ნაწილების და ძირითადი მასალის მიწოდების პრობლემის გამო, რუსეთში ავტომობილების წარმოებას წყვეტს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ლიზა დუ და ცუიოში ინაჯიმა