LIVE

მოსახლეობის 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს - სებ

22 სექ 202217:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 438
მოსახლეობის 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს - სებ

ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის, 79%-ის აზრით, ფული იმისთვისაა, რომ დაიხარჯოს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 56% სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფულის გრძელვადიანი მიზნებისთვის შენახვასთან შედარებით მეტ კმაყოფილებას ფულის ხარჯვა ანიჭებს, ხოლო, 37% მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს და ხვალინდელ დღეზე ნაკლებად ფიქრობს.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო დეპოზიტზე დანაზოგი მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობას (11%) აქვს განთავსებული. დიდი ნაწილი (57%), დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს, 25% კი თანხას შესანახად ოჯახის წევრებს ანდობს.