LIVE

"გაფრინდაშვილის საქმე ჩემ გარეშე არ იარსებებდა" - რუსუდან მაისურაძემ BLB დატოვა

22 სექ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 743
"გაფრინდაშვილის საქმე ჩემ გარეშე არ იარსებებდა" - რუსუდან მაისურაძემ BLB დატოვა

იურიდიული ფირმა BLB-ის პარტნიორმა რუსუდან მაისურაძემ კომპანია დატოვა.

როგორც რუსუდან მაისურაძე სოციალურ ქსელში წერს, ნონა გაფრინდაშვილის საქმე მის გარეშე არ იარსებებდა.

მაისურაძემ BLB-ის დატოვების შესახებ ინფორმაცია "ბიზნეს ფორმულას" დაუდასტურა.

„ძალიან მიხარია, რომ ნონა გაფრინდაშვილი VS ნეტფლიქსის ძალიან რეზონანსული საქმე არ იარსებებდა ჩემ გარეშე, at least BLB-სთვის.

იდეა პირადად მე მეკუთვნის და როგორც არ უნდა მოინდომოს ვინმემ, ამას ვერ შეცვლის, ვერანაირი პიარით და ყალბი, დადგმული ფოტოებით.

საქმე დახურულია და მე დავტოვე BLB.

გეგმები ჯერ არ მაქვს, ერთადერთი, იმედი მაქვს უფრო აქტიურად გავაგრძელებ ჩემს სადოქტოროზე მუშაობას, რომელიც ასევე გამოხატვის თავისუფლებაზეა.

წარმატებები, BLB-ის. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიაღწევენ იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებენ“, - დაწერა მაისურაძემ სოციალურ ქსელში და როგორც "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურს. 

"ბიზნეს ფორმულა" საკითხთან დაკავშირებით BLB-ის დაუკავშირდა. როგორც BLB-ის მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე აცხადებს, გუნდში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. 

"მან ნამდვილად გამოხატა სურვილი და მითხრა, რომ აღარ უნდა BLB-ის პარტნიორი იყოს, მაგრამ არავითარი უთანხმოება და წყენა არ ყოფილა",- განაცხადა შარაბიძემ. 

შეგახსენებთ, Netflix-ის წინააღმდეგ ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე, რომელიც შეთანხმებით დასრულდა, იურიდიული კომპანია BLB მუშაობდა.