LIVE

სებ-მა აუქციონზე $20 მილიონი გაიტანა, თუმცა მხოლოდ $13.6 მილიონი გაიყიდა

20 სექ 202216:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 475
სებ-მა აუქციონზე $20 მილიონი გაიტანა, თუმცა მხოლოდ $13.6 მილიონი გაიყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 13 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8445 შეადგინა.

მარეგულირებლის ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა.

აღსანიშნავია, რომ 31 აგვისტოს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა, 17 აგვისტოს აუქციონზე კი - 8 305 000 აშშ დოლარი.  

ცნობისთვის, 24 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 80 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 10 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა. 

2019 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 24 მაისის პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი არ უყიდია.