LIVE

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $32 305 000 გაყიდა

31 აგვ 202216:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 625
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $32 305 000 გაყიდა

დღეს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა. ეროვნული ბანკის განცხადებით, აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 8 305 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ცნობისთვის, 24 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 80 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. 10 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა. 

2019 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 24 მაისის პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი არ უყიდია.