LIVE

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $8 305 000 გაყიდა

17 აგვ 202216:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 832
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $8 305 000 გაყიდა

დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 8 305 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7961  შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონზე გასაყიდად 20 მლნ აშშ დოლარი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, 24 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჯამში 80 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ბოლო, 10 აგვისტოს აუქციონზე სებ-მა წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა, 40 მლნ აშშ დოლარი იყიდა. 

ცნობისთვის, 2019 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 24 მაისის პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი არ უყიდია.