LIVE

Heart Aerospace ელექტრო თვითმფრინავების ბაზარზე გატანას 2028 წლიდან გეგმავს

25 სექ 202213:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 459
Heart Aerospace ელექტრო თვითმფრინავების ბაზარზე გატანას 2028 წლიდან გეგმავს
Heart Aerospace

შვედურმა სტარტაპმა Heart Aerospace-მა პირველ ელექტრო თვითმფრინავში ადგილების ოდენობა 30-მდე გაზარდა, განაცხადა სად იქნება მისი ქარხანა და Saab-ის ინვესტიცია მიიღო. Saab შვედური კომპანიაა, რომელიც ახალი თაობის გამანადგურებელ თვითმფრინავს, Gripen-ს აწარმოებს.  

Heart-ის აქციონერი გახდა Air Canada, რომელმაც 30 ცალი გაფართოებული ES-30 თვითმფრინავი შეუკვეთა. ეს მოდელი ჩაანაცვლებს 19-ადგილიან ვერსიას და მისი მიწოდების დაწყება 2028 წელს იგეგმება. 

სტარტაპის განცხადებით, ოფისების, სატესტო ობიექტების და საწარმოო ხაზის მშენებლობა სავეს აეროპორტში, გოტენბურგთან ახლოს, 2024 წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. გეგმის მიხედვით, სამი წლის განმავლობაში მუშახელი 130 ადამიანიდან 500-მდე გაიზრდება.

Heart-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანდერს ფორსლუნდი ამბობს, რომ ახალი აქციონერები ხელს შეუწყობენ სრულად ელექტრო თვითმფრინავებით განხორციელებულ ფრენებს, რამდენადაც Saab "აეროკოსმოსის სინონიმი", Air Canada კი - "სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია".

Heart ერთ-ერთია იმ რამდენიმე პროექტიდან, რომლებიც ცდილობენ ელექტრო სამგზავრო თვითმფრინავი ბაზარზე 2030 წლამდე გამოიტანონ. 

კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად რამდენიმეადგილიანი ე.წ. მფრინავი ტაქსების პროექტებით შემოიფარგლებიან, Heart ცდილობს შექმნას სრულფასოვანი თვითმფრინავი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საჰაერო გადაყვანაში. 

თვითმფრინავს გარკვეული შეზღუდვებიც ახლავს. ბატარეის ძრავის მუშაობის და წონის შეზღუდვები ავიწროებს დისტანციას. ამიტომ ES-30 სრული დატვირთვით მხოლოდ 200 კილომეტრის დაფარვას შეძლებს. ჰიბრიდულ რეჟიმში, საავიაციო საწვავის დახმარებით, ის 400 კილომეტრამდე გაივლის, ხოლო თუ მგზავრთა რაოდენობა 25-ზე ნაკლები იქნება, 800 კილომეტრზე გადაადგილდება.  

იმის გამო, რომ თვითმფრინავი შორ მანძილზე ვერ გადაადგილდება, მას გამოიყენებენ ისეთი ადგილების დასაკავშირებლად, რომლებიც ერთმანეთისგან არც თუ ისე დაშორებულები არიან, თუმცა გარკვეული მიზეზებით (ქედები, წყალი და ა.შ.) მათ შორის სახმელეთო ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. 

რეგიონული თვითმფრინავების ერთ-ერთ დიდ ბაზრად სკანდინავია და კანადა მიიჩნევა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაფაელა ლინდებერგი