LIVE

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი მოსალოდნელზე დაბალია

12 სექ 202213:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 469
გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი მოსალოდნელზე დაბალია

გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი მოსალოდნელზე ნაკლებია, რაც განპირობებულია ივნისში დამატებითი დასვენების დღეებით, რის გამოც, სამრეწველო წარმოება და მშენებლობა შემცირდა.  

ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ივნისში 0.6%-იანი კლების შემდეგ, ეკონომიკურმა ზრდამ ივლისში 0.2% შეადგინა, რაც ეკონომისტების ნავარაუდევ 0.3%-ს ჩამორჩება. 

ივნისის დასაწყისში დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავი ოთხდღიანი ცერემონია გაიმართა, რაც არსებულ დასვენების დღეებს დაემატა. 

Nomura-სა და Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, დედოფლის გარდაცვალება და მისი დაკრძალვის დღე - 19 სექტემბერი შესაძლოა, საკმარისი იყოს იმისათვის, რომ მიმდინარე კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში შევიდეს. 

"არსებობს რისკი, რომ გაერთიანებული სამეფო მესამე კვარტალში ტექნიკურ რეცესიაში მოხვდეს, რადგან სექტემბერში ქვეყანა გლოვობს დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალებას. ვფიქრობთ, რომ მთავრობის 150-მილიარდიანი ენერგეტიკული მხარდაჭერის პაკეტი ნიშნავს, რომ რეცესია ზამთარში არ გაგრძელდება", - ამბობენ ეკონომისტები.  

მომხმარებლები და ბიზნესი მზარდ ინფლაციასა და ენერგიის გაზრდილ გადასახადს ებრძვიან, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმინისტრ ლიზ ტრასის პაკეტი ოქტომბრიდან ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემდგომი ზრდის გაყინვას ისახავს მიზნად. ამან უნდა შეამციროს ინფლაციის პიკური მაჩვენებელი და შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ წელს ეკონომიკა რეცესიისგან იხსნას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ ატკინსონი და ფილიპ ოლდრიკი