LIVE

ქართველ ტრეიდერებს Coinbase-ის თანხებზე წვდომა აღუდგათ

05 სექ 202215:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1084

ქართველ მომხმარებლებს Coinbase-ის ტექნიკური ხარვეზის შედეგად მოპოვებულ თანხებზე წვდომა აღუდგათ. საუბარია დაახლოებით 40 მილიონ ლარზე, რომელიც ქართულ ბანკებში იყო გაყინული.

ანგარიშებზე წვდომის დაბრუნებასთან დაკავშირებით შეტყობინებები მომხმარებლებმა შაბათს მიიღეს.

რაც შეეხება თავად ხარვეზს, კრიპტო-ბირჟის იმ მოვაჭრეებს, რომლებიც კრიტოვალუტას ლარში ყიდულობენ, ტექნიკური შეცდომის გამო, 30 აგვისტოს საშუალება მიეცათ, ნებისმიერი კრიპტოვალუტა 100-ჯერ უფრო ძვირად გაეყიდათ. სისტემამ სიმბოლო “,” უგულებელყო. შედეგად, მოვაჭრეებს შეეძლოთ, 1 USDT 2,88 ლარის ნაცვლად, 288 ლარად გაეყიდათ, რისთვისაც მათ წესით, $100 უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც 100 USDT ჰქონდა, 288 ლარის ნაცვლად, 28800 ლარის მფლობელი გახდა. 

მოგვიანებით Coinbase-მა კრიპტოვალუტების ლარში გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რადგან შეცდომის დროულად გასწორება ვერ შეძლო. თუმცა იქამდე ხარვეზი ბევრმა ადამიანმა შენიშნა და საკუთარი აქტივები ასმაგად გაყიდა.

სისტემამ ასეთი ტრანზაქციების შედეგი გაყინა, თუმცა მომხმარებლების ნაწილმა ქართულ ბანკებში გადარიცხვა და ფულის გამოტანა მოასწრო. თავის მხრივ, ბანკებმა მომხმარებლებს ანგარიშები მომენტალურად გაუყინეს, ხოლო მათ ვინც გატანა მოასწრო, თანხა სესხად ჩაუთვალეს.