
რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეზღუდვის ფონზე, გასული ერთი კვირის განმავლობაში ევროპული აქციების ფასი 6-ჯერ შემცირდა, ევროს ღირებულება კი 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა. შექმნილი ვითარება ნათელს ხდის, რომ კონტინენტს წინ გრძელი და ცივი ზამთარი ელის.
დღეს ევროს ღირებულება 0,8%-ით შემცირდა და 1 ევროს სანაცვლოდ 0.9878 დოლარის შეძენაა შესაძლებელი, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ევროპის საორიენტაციო მაჩვენებელი Stoxx 600 1,7%-ით შემცირდა. გერმანიის DAX ინდექსი და იტალიის FTSE MIB ორივე 2%-ზე მეტით დაეცა, ხოლო გერმანიის ობლიგაციების ფასი არასტაბილურ ვაჭრობაში შემცირდა.
ევროპულმა ქვეყნებმა შაბათ-კვირას გაასაჯაროვეს ზომები ცხოვრების ხარჯების კრიზისისა და ენერგეტიკული ფასების ზრდასთან დასაპირისპირებლად მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსული გაზის სახელმწიფო მწარმოებელმა Gazprom-მა განაცხადა, რომ Nord Stream მილსადენით გაზის მიწოდებას განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აბჰინავ რამნარაიანი და ნაომი ტაჯიცუ