LIVE

NASA Artemis 1-ის მთვარის მისიის გაშვების მეორე მცდელობისთვის მზადაა

03 სექ 202210:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 662
NASA Artemis 1-ის მთვარის მისიის გაშვების მეორე მცდელობისთვის მზადაა
Kevin Dietsch/Getty Images

მიმდინარე კვირაში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 3 სექტემბერს NASA უახლესი რაკეტის, Artemis-ის მთვარეზე გაშვებას შეეცდება.

მისია თავდაპირველად 29 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, ერთ-ერთ ძრავში ტემპერატურის პრობლემის გამო გაუქმდა.

ტესტი მთვარის ირგვლივ ეკიპაჟის გარეშე მისიაა, რომელიც გზას გაუხსნის ეკიპაჟის ფრენის გამოცდას და მთვარის შესწავლას.

ფრენაში ასტრონავტების ნაცვლად მანეკენები მონაწილეობენ. ბორტზე ადამიანები შემდგომი მისიების დროს გამოჩნდებიან. პირველი ეკიპაჟის კოსმოსური ფრენა 2024 წელს არის დაგეგმილი.

ადამიანებმა ბოლოს მთვარეზე დაახლოებით 50 წლის წინ მიაღწიეს და უახლესი მისია მიზნად ისახავს იმის დამტკიცებას, რომ ადამიანებს შეუძლიათ იქ უფრო ხანგრძლივი და მდგრადი მოგზაურობა. ის ასევე შეაფასებს, რამდენად შესაძლებელია მთვარეზე და მის გარშემო ინფრასტრუქტურის აშენება, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, გადარჩნენ სხვა პლანეტურ სხეულზე.

მისიის ხანგრძლივობა 37 დღე, 23 საათი, 53 წუთია და ჯამში ის 1,3 მილიონ მილს გაივლის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნინა მასეი, THE PRESS ASSOCIATION