LIVE

საამიროებიდან ქუთაისში 200-მდე ინფლუენსერი ჩამოფრინდა - Let’s GET LOST with WIZZ in Kutaisi

26 აგვ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 779
საამიროებიდან ქუთაისში 200-მდე ინფლუენსერი ჩამოფრინდა - Let’s GET LOST with WIZZ in Kutaisi

სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.

კერძოდ, იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს პროექტ LET’S GET LOST WIZZ-ის მონაწილეებს - არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს, რომლებსაც ჯამურად 30 მილიონი გამომწერი ჰყავთ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს ავიაკომპანიისგან უფასო ბილეთები გადაეცათ. სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან გამოფრინდა, დანიშნულების ადგილი კი აეროპორტში დაშვებამდე უცნობი იყო.

"დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდება.

მიზანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში იმერეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა - საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს - ავიაკომპანია Wizz Air-ს და მათ შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ის ეკუთვნის. ორგანიზატორები არიან: ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,668,983 შეადგინა, რაც ჩამორჩება პანდემიამდელ მონაცემებს. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით აღდგენა 61.9%-ია, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა 162%-ს შეადგენს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ ივლისში რუსეთიდან 156,737 ვიზიტორი შემოვიდა და ამ მაჩვენებლით ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ რუსი ვიზიტორების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია.