LIVE

ახალი COVID-ტარიფები კლინიკებისთვის - მთავრობის დადგენილება

23 აგვ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 540
ახალი COVID-ტარიფები კლინიკებისთვის - მთავრობის დადგენილება

მთავრობამ კლინიკებისთვის ახალი COVID-ტარიფები დაადგინა. დღეიდან თერაპიულ ინტერვენციებს დაქვემდებარებული COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა, რომელიც არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში, 950 ლარით ანაზღაურდება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობისთვის პაციენტზე 4500 ლარია გათვალისწინებული.

„როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) - ანაზღაურდება 4500 ლარით“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის №428-ე დადგენილებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

დოკუმენტის მიხედვით, ტარიფი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათ შორის კვებას, ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და საკანცელარიო/ სამეურნეო ხარჯებს.