LIVE

საბჭოთა ძეგლის აღების შემდეგ, ესტონეთი ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდა

18 აგვ 202214:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 618
საბჭოთა ძეგლის აღების შემდეგ, ესტონეთი ჰაკერული ჯგუფის სამიზნე გახდა

ესტონეთის მთავრობის მიერ საბჭოთა ძეგლის დემონტაჟის შემდეგ, ქვეყანა გასული 15 წლის განმავლობაში უდიდესი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღო კრემლის მხარდამჭერმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა, რომელმაც ესტონეთს აპრილში ნატო-სთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების წვრთნების დროსაც შეუტია. 

"ესტონეთი 2007 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევების მსხვერპლი აღმოჩნდა. DDoS თავდასხმების მცდელობის სამიზნე გახდა როგორც საჯარო ინსტიტუტები, ასევე კერძო სექტორი", - წერს ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში მდივნის მოადგილე ლუკას ილვესი Twitter-ზე.  

DDoS (Distributed denial-of-service) მასშტაბური კიბერ-თავდასხმაა, სადაც თავდამსხმელი იყენებს ერთ ან მეტ, ხშირ შემთხვევაში, ათასობით IP მისამართს. ილვესის ცნობით, თავდასხმები არაეფექტური იყო და მცირე გამონაკლისების გარდა, ვებსაიტები სრულად ხელმისაწვდომი იყო მთელი დღის განმავლობაში.

ესტონეთის მთავრობამ სასაზღვრო ქალაქ ნარვაში მდგომი ტანკ T-34-ის მონუმენტი, რომელიც მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნება, სამშაბათს აიღო

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოტ ტამიკი