
ესტონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სასაზღვრო ქალაქ ნარვაში მდგომი საბჭოთა მონუმენტის აღება გადაწყვიტა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მონუმენტი საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ნარვა ესტონეთის სიდიდით მესამე ქალაქია და მისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა რუსულენოვანია. ტანკ T-34-ის მონუმენტი, რომელზეც წითელი ვარსკვლავია გამოსახული, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულების ხსოვნას ეძღვნება.
"არავის სურს, რომ ჩვენი მილიტარისტული და მტრულად განწყობილი მეზობლის მიერ ჩვენს სახლებში დაძაბულობის გაღვივების მომსწრე გახდეს. რუსეთს არ მივცემთ შესაძლებლობას, წარსული ესტონეთში მშვიდობის დასარღვევად გამოიყენოს", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთს სურდა, რომ მემორიალი ესტონეთის საზოგადოებაში დაძაბულობის გასაძლიერებლად გამოეყენებინა.
ესტონური მედიის ინფორმაციით, ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს და მას ტალინში მდებარე ომის მუზეუმში გადაიტანენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია