LIVE

ივლისში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო - ზრდა 151%-ია

15 აგვ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
ივლისში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო - ზრდა 151%-ია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივლისში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871 მლნ 200 ათასი ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97 მლნ 600 ათასი აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ ივლისში გადმორიცხული თანხის მთლიან მოცულობაში რუსეთის ფედერაციის წილი 33%-ია. ერთ თვეში რუსეთიდან 100 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდის მაჩვენებელი კი 151%-ს შეადგენს. რუსეთზე მაღალი წლიური ზრდა ფიქსირდება ბელორუსის შემთხვევაში. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების ზრდის მაჩვენებელი 1244%-ია.

TOP-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

  • რუსეთის ფედერაცია - $100.59 მლნ / წლიური ზრდა 151%;
  • იტალია - $35.96 მლნ / 8%;
  • აშშ - $28.56 მლნ / 12%;
  • საბერძნეთი - $19.17 მლნ / -7%;
  • ისრაელი - $16.72 მლნ / 4%;
  • გერმანია - $14.64 მლნ / 47%;
  • ბელორუსი - $10.34 მლნ / 1244%;
  • ყაზახეთი - $10.11 მლნ / 103%;
  • ყირგიზეთი - $9.61 მლნ / 414%;
  • თურქეთი - $8.57 მლნ / -4%. 

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხებს, ივლისში ამ მაჩვენებელმა 27 მლნ 700 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.