LIVE

იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 35%-ით გაიზარდა - საქსტატი

15 აგვ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვა 35%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 186 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 35.3%-ით მეტია.

იანვარ-ივლისში ექსპორტი 3 მილიარდ 099 მილიონი აშშ დოლარი იყო (36.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 087 მილიონი აშშ დოლარი (34.8%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 მილიარდ 989 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2% შეადგინა. 

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.