LIVE

გემი უკრაინული ტვირთით, რომელიც მყიდველის გარეშე დარჩა, სირიაში ჩავიდა

14 აგვ 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
გემი უკრაინული ტვირთით, რომელიც მყიდველის გარეშე დარჩა, სირიაში ჩავიდა

Reuters-ის ცნობით, სავაჭრო გემი Razoni, რომელმაც 1 აგვისტოს პირველმა გაცურა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უსაფრთხო ტრანზიტის შეთანხმების ფარგლებში, სირიის პორტში ჩავიდა. გემს, რომელიც 26 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული თავდაპრიველმა მყიდველმა, ლიბანმა უარი უთხრა.

სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი სირიაში, ტარტუსში ჩავიდა. marinetraffic.com-ის ვებსაიტის მიხედვით, გემი ორი დღის განმავლობაში "საზღვაო დიაპაზონის" მიღმა ფიქსირდება.

ტვირთზე თავდაპირველმა ლიბანელმა მყიდველმა ხუთთვიანი დაგვიანების გამო თქვა უარი. Razoni რამდენიმე დღე მერსინში, თურქეთში იყო გაჩერებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია