LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

12 აგვ 202217:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1693
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.73 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7089 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.88 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7880 ლარი გახდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.