LIVE
ვიდეო
03 ივნ, 2021 15:26
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 3.13 ლარად ივაჭრება - რატომ მყარდება ლარი?
1082

ლარი კვლავ მყარდება. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3 ლარად და 13 თეთრად ივაჭრება.

ეკონომისტები ეროვნული ვალუტის გამყარებას გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის გაზრდილ ექსპორტს და ფულად გზავნილებს უკავშირებენ. ამასთან, ლარის გამყარების მიზეზად ბიზნესსა და მოსახლეობაში გაუმჯობესებული მოლოდინები სახელდება.

„ეკონომიკა ეტაპობრივად გაიხსნა, სახმელეთო საზღვრებიც გავხსენით და ეს ყველაფერი აჩენს მოლოდინს, რომ ტურისტული ნაკადებიც აღდგება. ასევე ფულადი გზავნილები და ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ყველა ფაქტორი, რაც ლარზე ნეგატიურად მოქმედებდა, ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია და ვფიქრობთ, რომ გამყარების ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაჩქარდა, მთავარ გაურკვეველ ფაქტორად მაინც რჩება, თუ როგორ განვითარდება ვირუსთან დაკავშირებული მოვლენები“,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულასთან“ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა.

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 20 თეთრით გამყარდა და ამ დროისთვის ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3 ლარს და 22 თეთრს შეადგენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ