LIVE

იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 20%-ით, იმპორტი კი 10%-ით გაიზარდა

13 მაი 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 856
იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი თითქმის 20%-ით, იმპორტი კი 10%-ით გაიზარდა

"საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 1 მილიარდ 199 მილიონი აშშ დოლარი იყო (19.6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 730 მილიონი აშშ დოლარი (10.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 მილიარდ 531 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39 პროცენტი შეადგინა.

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით მეტია.

ამასთან, 2021 წლის აპრილში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 70.2 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 378.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემსაც.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 მაისს გამოქვეყნდება.