LIVE
ვიდეო
21 ივნ, 2024 15:26
საქართველოში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი გაუარესდა
484

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის განახლებულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია 21 საფეხურით გაუარესდა და ქვეყანა 76 ადგილს იკავებს, მაშინ როცა 2022 წლის მაჩვენებლით 55-ე ადგილზე იყო. 

ინდექსის ოთხი პარამეტრიდან საქართველოს ყველაზე კარგი მაჩვენებელი - 28-ე პოზიცია უკავია ქალების მიერ განათლების მიღების ინდიკატორში, ხოლო ყველაზე ცუდი - 91 ადგილი აქვს ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით. ეკონომიკური ჩართულობის და შესაძლებლობის ინდიკატორით საქართველო 146 ქვეყანას შორის 68 ადგილს იკავებს, ხოლო ქალთა ჯანმრთელობის და სიცოცხლისუნარიანობის ინდიკატორით - 56-ე ადგილს.

საინტერესოა, რომ ანგარიშის თანახმად, საქართველოში კომპანიების მხოლოდ 11%-ის მფლობელობაში გვხვდება ქალები და კომპანიების მხოლოდ 16.5%-ს ჰყავს ქალები ტოპ მენეჯმენტში, მაშინ როცა არაფორმალურ სექტორშიქალების დასაქმების მაჩვენებელი 55%-ს აჭარბებს. სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის გამოც საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა მაღალია.

კერძოდ, საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 343 ლარი და ამავდროულად, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას. ეს იმ ფონზე, როცა ქალების მიერ პირველადი და მეორადი განათლების მიღების ინდიკატორით საქართველოს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგში მოწინავე ადგილი უკავია დანარჩენ ქვეყნებს შორის. 

ანგარიშიდან ვიგებთ, რომ საქართველოში ქალები ვერ სარგებლობენ ბოლომდე თანასწორი უფლებებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მემკვიდრეობის და მიწის მფლობელობის ნაწილში.

სტატია და სიუჟეტი მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "ბიზნეს ფორმულა" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ